ფესტივალი გორში

ფესტივალ „სინე დოკ ონ ტოურის“ ფარგლებში, გორში დოკუმენტური ფილმების მინი ფესტივალი იმართება.

ფესტივალს გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი მასპინძლობს. ფესტივალი კინორეჟისორ ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმით, „გამჭვირვალე სამყარო“, ჩვენებით გაიხსნა.  კინომოყვარულებს ერთი კვირის განმავლობაში, სრულიად უფასოდ დოკუმენტური ფილმების ნახვის შესაძლებლობა ეძლევათ.