„გვირაბი“ „სინედოკ თბილისზე“

„ჩვენ ვქმნით ემოციებს“ – ამ სლოგანით იხსნება დღეს „სინედოკ თბილისი 2020“, რომელიც პანდემიის გამო, რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდება. ჩვენებები ღია ცის ქვეშ, დრაივინგ კინოში და „კავკასიური სახლის“ ეზოში გაიმართება. დღეს ერთი ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი, საერთო ჯამში კი ფესტივალში მონაწილეობას იღებს არაერთი ნამუშევარი სხვადასხვა ქვეყნიდან.

სინედოკ თბილისის“ მთავარი მიზანია, შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმები ფართო საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.