დოკუმენტური ფილმების ფესტივალი

მზადება დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალისთვის. სინედოკ-თბილისი წელს პირველად, ბათუმის საავტორო ფილმების ფესტივალის ფარგლებში გაიმართება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული რეჟისორები ქართველ კოლეგებთან ერთად, საკუთარ ნამუშევრებს წარმოადგენენ, დაგეგმილია რამდენიმე სპეციალური კინოჩვენებაც. ჩვენ ვქმნით ემოციებს – ეს ფესტივალის მთავარი კონცეფციაა.

საკონკურსო პროგრამაში მოხვედრილ ფილმებს თათია ბუხრაშვილი გაგვაცნობს.