ფარმაცევტული ბაზრის რეგულირება 

ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა გაძვირებული წამლები.

მედიკამენტების მკვეთრად გაზრდილი ფასების შესამცირებლად ხელისუფლება სააფთიაქო ბაზრის რეგულირების პირობას დებს. კონკურენციის სააგენტოს მიერ ფარმაცევტული ბაზრის ხუთწლიანი კვლევის საფუძველზე მომზადებული დასკვნის გაცნობის შემდეგ მთავრობის მეთაური მყისიერი რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობს. ფასების რეგულირების ერთ-ერთ მექანიზმად ე.წ. ჯენერიკები სახელდება – ექიმების მიერ რეცეპტის გამოწერის დროს პაციენტისთვის მისი ალტერნატივად შეთავაზება შუალედურ ანგარიშშიც არის მოთხოვნილი. კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში ფასების ხელოვნურად ზრდაზე საუბარი არ არის, თუმცა სფეროს სპეციალისტები მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებს შორის გარკვეულ გარიგებებს და შეთანხმებულ მოქმედებებსაც არ გამორიცხავენ.

მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, ყველაზე მოთხოვნად წამლებზე გაზრდილი ფასების შესამცირებლად რა რეკომენდაციებს იღებს მთავრობა ექსპერტებისგან.