ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაცია

პრობლემა, რომელიც წლებია, ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

ქვეყანაში ფსიქოტროპული მედიკამენტები ბევრ აფთიაქში სრულიად თავისუფლად, რეცეპტის გარეშე იყიდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 10 თვეში საქართველოში, ექიმის დანიშნულების გარეშე, აფთიაქებიდან 11 მილიონზე მეტი ფსიქოტროპული აბი თუ ამპულა გაიცა. მაღალი ჯარიმების, ობიექტების დალუქვის და სისხლის სამართლებრივი დევნის მიუხედავად, პრობლემა ისევ მასშტაბურია და ათასობით ადამიანს, მათ შორის ახალგაზრდებს, სერიოზულ საფრთხეს უქმნის. სპეციალისტები ამბობენ, რომ აუცილებელია საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა და ფსიქოსარეაბილიტაციო პროგრამების გაფართოება.