ზღვრული ფასი 5200-მდე მედიკამენტზე გავრცელდა

მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა გაფართოვდა.

წამლების ხარჯები სრულად აუნაზღაურდებათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ. მანამდე ამ კატეგორიის მოსახლეობისთვის დაფინანსება ლიმიტირებული იყო. გადაწყვეტილების მიზეზად წამლებზე ზღვრული ფასების დაწესება და თურქეთის ბაზრის გახსნა სახელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეფორმა მხოლოდ ამ სიახლით არ შემოიფარგლება. რეფერენტული, ანუ ე.წ. ზღვრული ფასები მთელ ფარმაცევტულ ბაზარზე გავრცელდება. ეს ნიშნავს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს ლიმიტირებულზე მაღალი ფასების დაწესების უფლება არც ერთ მედიკამენტზე აღარ ექნებათ. რეფორმა სამინისტროს და მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. აზარაშვილის უწყებას კარტელური გარიგებები ეჭვი აქვს. სამინისტროს ახალ გადაწყვეტილებას კომპანიების ნაწილი პროტესტით ხვდება.