იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე

იშვიათი დაავადებების მკურნალობა გამოწვევად რჩება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ კატეგორიის 40-მდე დაავადებაა აღრიცხული. ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ბავშვები წარმოადგენენ. ერთ-ერთ მთავარ პრობლემას საჭირო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. წამლები საკმაოდ ძვირი ღირს. ცალკე გამოწვევაა სარეაბილიტაციო კურსის გავლა. ბოლო წლებში რამდენიმე დაავადება სახელმწიფო პროგრამაში ჩასვეს, მათ შორის არიან აქონდროპლაზიის, ანუ ზრდის შეფერხების და სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის დიაგნოზის მქონე პაციენტები, რომლებსაც საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტები დაუფინანსეს. თუმცა ჯანდაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და თავად პაციენტები სახელმწიფო პროგრამის გაფართოებას ითხოვენ. ამ მიზნით სპეციალური სტრატეგია იწერება.