„საქართველო – შეხვედრების ადგილი“- ამ სახელწოდებით ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში გამოფენა გაიხსნა. გამოფენა-ფესტივალი „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში მიმდინარეობს. ქართველი და ევროპელი მეცნიერების მიერ ერთობლივად შემუშავებული საგამოფენო კონცეფცია ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის მრავალმხრივად წარმოჩენის შესაძლებლობას იძლევა.