დღესვე საქართველომ ბრიუსელიდან ახალი რეკომენდაციები მიიღო.
დილიდან ქართველი და ევროპელი დეპუტატები საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივას განიხილავდნენ.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა ერთობლივი განცხადებით დასრულდა.
დღის წესრიგში იყო ოკუპირებული რეგიონების, კონფლიქტის დაძლევის პროცესში ევროკავშირის როლის, არჩილ ტატუნაშვილის საქმის და ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა.
სხდომის მონაწილეებს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მიმართა.