ევროპარლამენტარი - ვგმობთ და ვაცხადებთ, რაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მოხდა ჩვენთვის მიუღებელია
ევროპარლამენტარი - ვგმობთ და ვაცხადებთ, რაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მოხდა ჩვენთვის მიუღებელია

ვგმობთ და ვაცხადებთ, რაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მოხდა ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ პირველ არხთან ევროპარლამენტარმა  საჯად კარიმმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიუღებელია, რომ ერთი თვის მანძილზე ოჯახი ცხედრის გადაცემას ელოდა.

„მიუღებელია, რომ ცხედარი ქართულ მხარეს ორგანოების გარეშე გადაეცა. შეუძლებელია, რომ დადგინდეს თუ ზუსტად რა მოხდა და როგორ მოხდა. ეს არის კიდევ ერთხელ რუსეთის ქმედებების დემონსტრირება. რუსეთს საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა ერთხმად უთხრას, რომ ასეთს ქმედებებს არასდროს შევეგუებით.

როდესაც რუსეთს საკადრისი პასუხი არ გაეცემა, ის არ ჩერდება და მიიწევს წინ და დგამს შემდეგ ნაბიჯს. ბევრჯერ ვნახეთ და დავდექით იმ რეალობის წინაშე. ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსეთს ამის საშუალება“,- განაცხადა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საჯად კარიმმა.