ეთნოფესტივალი

28 სექტემბერს ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის საერთაშორისო სამიტი, „ეთნოფესტი 2018“ გაიხსნება. დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ორგანიზატორებმა ისაუბრეს.

სამიტი სამი დღის განმავლობაში საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან 150-ზე მეტ ოსტატს, დიზაინერსა და მწარმოებელს უმასპინძლებს. ღონისძიება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება. დაგეგმილია საჯარო ლექციები, ვორქშოფები, სემინარები და საგანმანათლებლო გამოფენები.