მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვა

საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს. ღონისძიებაში, რომელიც გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით იმართება, 160 მეწარმე ქალი მონაწილეობს. საგამოფენო სივრცეში ცალკე კუთხეა გამოყოფილი იმ ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის, რომლებიც ქალების მიერაა დაფუძნებული. გამოფენა-გაყიდვის მიზანი საქართველოში ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაციაა.