მათემატიკის ფესტივალი „ექსპო ჯორჯიაში“

„ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრში მათემატიკის მესამე ფესტივალი მიმდინარეობს. ღონისძიება ორ ასაკობრივ კატეგორიაში იმართება და მასში მონაწილეობენ სკოლები, როგორც თბილისიდან, ისე სხვა ქალაქებიდან.

ფესტივალი შედგება ორი ტურისგან. ყველა მონაწილესა და გუნდის ხელმძღვანელს გადაეცემა სერტიფიკატი. ორივე კატეგორიაში გამარჯვებულებს კი სხვადასხვა სახის ჯილდოები. პროექტის მიზანი მათემატიკის პოპულარიზაცია და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაა.