აქცია თბილისში

„ქართული ოცნების“ ყრილობის პარალელურად, აქცია გაიმართა „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრთან. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება, რის გამოც ცხრა სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. მოგვიანებით დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

აქციაზე შეკრებილი იყვნენ მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წევრები. სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“  საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და ეს არის მათი პროტესტის მიზეზი. მათ „ექსპო ჯორჯიასთან“ ქუჩის გადაკეტვა სცადეს, თუმცა, ამის უფლება პოლიციამ არ მისცა.