წიგნის პრეზენტაცია

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, „ექსპო ჯორჯიას“ ღია სივრცეში, გურამ მეგრელიშვილის წიგნის, „ჯვარცმობანას“ პრეზენტაცია გაიმართა. „ჯვარცმობანა“ გურამ მეგრელიშვილის აპოკრიფული მოთხრობების ციკლია, რომელიც ახალი რედაქციით გამოიცა. წიგნში დაბეჭდილია მწერლის ოთხი მოთხრობა.

კრებული გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგმა“ დაბეჭდა.