წიგნის დღეები „ექსპო ჯორჯიაში“

„ექსპო ჯორჯია“ წიგნის დღეებს მასპინძლობს. ღონისძიებაზე ათობით გამომცემლობა და მაღაზიაა წარმოდგენილი. წიგნის დღეებზე მისულ ვიზიტორს ადგილზე დახვდებათ ახალი თუ კარგად ნაცნობი გამოცემები, მრავალი სიახლე და რაც მთავარია, დიდი ფასდაკლებები.

თბილისის წიგნის დღეების მიზანს, ქართული საგამომცემლო ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, სტუმრებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა და საინტერესო საგანმანათლებლო პროგრამის შეთავაზება წარმოადგენს. წიგნის დღეები 12 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.