თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალი, ტრადიციულ ფორმატს უბრუნდება და წიგნის მოყვარულებს „ექსპო ჯორჯიაში“ უმასპინძლებს.  ფესტივალის ოფიციალური გახსნა „ექსპო ჯორჯიას“ ღია სივრცეში გაიმართა. ფესტივალის მრავალფეროვან პროგრამაში 100-მდე ლიტერატურული ღონისძიება იქნება წარმოდგენილი, მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი გამომცემლობა. ფესტივალი 27 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

მოამბე