პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეით ბრიგადაში მოსწავლეებს უმასპინძლეს. ვაზიანის სამხედრო ბაზაზე თბილისის, რუსთავისა და საგარეჯოს სხვადასხვა საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. მოზარდებმა ბაზის ინფრასტრუქტურა, ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს, სამხედროებმა კი სტუმრებს ქვედანაყოფის ისტორია გააცნეს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს. დღის ბოლოს მოსწავლეები ბრიგადის სასადილოს ეწვივნენ, სადაც „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს.