გორში მოკლული 9 წლის ნანუკა ბერიაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი ცნობილია. ადვოკატის განცხადებით, მავთულზე, რითიც გოგონას ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, იაგო ნებიერიძის დნმ-ის კვალი აღმოჩნდა და ფსიქიატრიული დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ იაგო ნებიერიძე შერაცხადია.
ტანსაცმლის ექსპერტიზის შედეგად დადასტურდა ისიც, რომ დაკავებულს შემხებლობა ჰქონდა ნანუკა ბერიაშვილთან.
9 წლის გოგონა 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში გარდაცვლილი იპოვეს.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 33 წლის იაგო ნებიერიძე დააკავეს.