ექსპერტიზის პასუხი გორში მოკლული 9 წლის გოგონას საქმეზე

გორში მოკლული 9 წლის ნანუკა ბერიაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი ცნობილია. ადვოკატის განცხადებით, მავთულზე, რითიც გოგონას ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, იაგო ნებიერიძის დნმ-ის კვალი აღმოჩნდა და ფსიქიატრიული დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ იაგო ნებიერიძე შერაცხადია.

ტანსაცმლის ექსპერტიზის შედეგად დადასტურდა ისიც, რომ დაკავებულს  შემხებლობა ჰქონდა ნანუკა ბერიაშვილთან.

9 წლის გოგონა 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში გარდაცვლილი იპოვეს.

განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 33 წლის იაგო ნებიერიძე დააკავეს.