მიხეილ სააკაშვილს გიული ალასანია და ადვოკატი ხვდებიან

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილს გიული ალასანია და მისი ადვოკატი ხვდებიან. კლინიკაში შესვლამდე ისინი სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებას გამოეხმაურნენ. მათი თქმით, საექსპერტო დასკვნაში წერია, რომ სააკაშვილის ორგანიზმში სხვადასხვა ნივთიერებაა აღმოჩენილი, ხოლო რა დოზებით და როგორ, აღნიშნულზე ხვალ სმიტი პროცესზე დეტალურად ისაუბრებს, ის ამერიკის ტოქსიკოლოგთა ასოციაციის წევრია.

რაც შეეხება ექსპერტიზას, დამატებით კვლევებს ისინი იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ სახელმწიფო მოიწვევს საერთაშორისო საექსპერტო ბიუროს.