სააკაშვილი ექსპერტიზაზე უარს აცხადებს

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად „ვივამედში“ გიული ალასანია და ილია ლომია იმყოფებიან. ისინი უნდობლობას უცხადებენ სამხარაულის ექსპერტიზას და დარწმუნებულები არიან, რომ კვლევების პასუხები გაყალბდება. ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. რაც შეეხება სასამართლო პროცესების დაჩქარებული წესით განხილვას, ინტერესების დამცველის თქმით, მიმართეს სასამართლოს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.