ტრაგედია ვაკის პარკში

იმ ბრალდებულებს შორის, რომელთა გათავისუფლებასაც ადვოკატები ითხოვენ, ექსპერტიზის ყალბი დასკვნის გაცემაში ბრალდებული კომპანიის დირექტორი და თანამშრომელიც არიან.

საუბარია „მშენ-ექსპერტზე“, რომელიც კომპანია „გრინსერვის პლიუსმა“ მის მიერ ვაკის პარკის შადრევანზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესამოწმებლად და საექსპერტო დასკვნის გასაცემად დაიქირავა. გამოძიების მიხედვით, ჩანაწერი, რომლის მიხედვით შადრევანზე ჩატარებული სამუშაოები სამშენებლო ნორმებს შეესაბამებოდა, რეალობას არ ასახავს და ის ექსპერტიზის დასკვნაში გარიგების შედეგად გაჩნდა. თავის მხრივ, საექსპერტო კომპანიის დირექტორის და თანამშრომლის ადვოკატი კი დოკუმენტის გაყალბებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ სამშენებლო ნორმების შესაბამისობის შესახებ ჩანაწერი მხოლოდ ხარჯების პროექტთან შესაბამისობას ადასტურებს და მითითებულ კომპანიას შადრევანზე უსაფრთხოების ნორმების შემოწმების ვალდებულება საერთოდ არ ჰქონია. შესაბამისად ჩნდება შეკითხვა – ვინ იყო პასუხისმგებელი შადრევნის უსაფრთხოებაზე.

გენო ოსიყმაშვილი მუშაობდა ამ თემაზე.