გახდა თუ არა არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები გარდაცვალების მიზეზი. კითხვას პასუხი ორ კვირაში, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაეცემა, თუმცა, მანამდე, სპეციალისტები პირველადი დათვალიერებით არსებულ დაზიანებებზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ გარდაცვლილ ქართველ სამხედროს ძალადობის კვალი მთელ სხეულზე აღენიშნება.
ოჯახის მიერ ჩართული ექსპერტების მტკიცებით, გარდაცვალების ხანგრძლივობა, პროცესს ართულებს, თუმცა, ტრაგედიის რეალური მიზეზის დადგენა შესაძლებელია.