საქართველოში ახალი კორონავირუსის ოთხი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის საერთო რაოდენობამ 999 შეადგინა. გამოჯანმრთელდა 13 პირი. ოთხივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ინფიცირებულები სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან. ახალი პაციენტები არ მიუღია თბილისის ინფექციურ კლინიკას, სადაც ამ დროისთვის 24 პაციენტი ჰყავთ. ბოლო მონაცემებით, ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 142 პირი მკურნალობს.