ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ქვეყანაში კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ისევ ამოქმედდა. საახალწლო პერიოდში რეგულაციების დროებითი შემსუბუქების შემდეგ, ხვალიდან სავაჭრო ობიექტების მუშაობა ისევ აიკრძალება. რაც შეეხება საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიური ვითარებას, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვმა მკვეთრად იკლო და ბოლო 24 საათში 342 შეადგინა. გამოჯანმრთელდა 2 981 პაციენტი და  გარდაიცვალა 44 მოქალაქე.