ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. აღნიშნული პირი მცხეთის საავადმყოფოში მკურნალობდა. გამოვლინდა ასევე ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა, ოთხი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 924 შემთხვევაა დადასტურებული, განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 785-ს შეადგენს.

კორონავირუსით გარდაცვლილი 82 წლის მამაკაცის შესახებ ინფორმაციას, მარიამ სეთურიძე პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს.