ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოში ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწოდეს.
მომხსენებლებმა ყურადღება პრობლემებზე გაამახვილეს.
შეხვედრაზე EMC-ის იურისტებმა სამოქალაქო სექტორისა და იურისტების მიერ შემუშავებული რეფორმის კანონპროექტზე ისაუბრეს, რომლის მიღებაც, მათი თქმით, კანონმდებლების მიერ ამ დრომდე ვერ ხერხდება.
პროექტის ავტორებმა ალტერნატიულ დოკუმენტზეც გაამახვილეს ყურადღება.