დეპუტატები მაჩალიკაშვილის ოჯახის მოთხოვნას ეხმაურებიან

EMC-სა და მაჩალიკაშვილის ოჯახის მოთხოვნას, პარლამენტში საგამოძიები კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, დეპუტატები ეხმაურებიან.

საპარლამენტო უმცირესობა აკრიტიკებს მთავარ საგამოძიებო უწყებას და იზიარებს მაჩალიკაშვილის ოჯახის მოთხოვნას.

პარლამენტში აღნიშნული კომისიის შექმნას სკეპტიკურად უყურებენ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანში“, „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა მნიშვნელოვანია, თუმცა მიიჩნევენ, რომ დროებითი საგამოძიები კომისიის შექმნა არ არის მიზანშეწონილი, ვიდრე პროკურატურა არ დაასრულებს საქმეზე მუშაობას.