EMC-ის კვლევა

რა გამოწვევების წინაშეა ქვეყანაში არსებული რელიგიური ორგანიზაციები. EMC-იმ კვლევა ჩაატარა. დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით პოზიტიური ცვლილებები არ შეინიშნება და რელიგიური ორგანიზაციები კვლავ არათანაბარ პირობებში არიან. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, სახელმწიფო უპირატეს მდგომარეობას დომინანტ რელიგიას უქმნის, რაც განსაკუთრებით კარგად გამოვლინდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს. დოკუმენტის მიხედვით, ერთი მთავარი გამოწვევა, ასევე რელიგიური ნაგებობის მშენებლობაა.