Human Rights Watch-ის ანგარიში

საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა ნარკოპოლიტიკის რეფორმაზეც, რომელიც გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ბოლო ანგარიშში მოხვდა.

საქართველოში ჩატარებული ორწლიანი კვლევის შემდეგ Human Rights Watch-ი ანგარიშში მოქმედ კანონმდებლობას რეპრესიულად აფასებს და კანონის ლიბერალიზაციას ითხოვს. მათ შორის იგულისხმება საპატიმრო სასჯელის გაუქმება ყველა ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე.

ორგანიზაციის წარმომადგენლებს შენიშვნები აქვთ ნარკოტესტირების პროცედურის მიმართაც. 67-გვერდიან ანგარიშს პარლამენტში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.