სარალიძე-მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა დაიწყო

12:19, 03.12.2018

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა დაიწყო.

სარჩელი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ არის მომზადებული.

მოსარჩელეები იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლითაც მათი თქმით, შეეზღუდათ მშვიდობიანი შეკრების უფლება და არ მიეცათ კარვის განთავსების შესაძლებლობა, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტროტუარზე.

ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესებს სასამართლოში EMC-სა და საია-ს იურისტები იცავენ.

მსგავსი