თბილისის საქალაქო სასამართლოში ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა დაიწყო.
სარჩელი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ არის მომზადებული.
მოსარჩელეები იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლითაც მათი თქმით, შეეზღუდათ მშვიდობიანი შეკრების უფლება და არ მიეცათ კარვის განთავსების შესაძლებლობა, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტროტუარზე.
ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესებს სასამართლოში EMC-სა და საია-ს იურისტები იცავენ.