საია 2 263 უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს

15:18, 30.10.2024

საია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო, ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს. საუბარია 2 263 უბანზე. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრები უკვე წარადგინა.

მათი განცხადებით, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხელახალი არჩევნების ჩატარება იქნება საჭირო. საია-ს მტკიცებით, კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას.

 

მსგავსი