EMC-ისა და საია-ს განცხადება

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის შესრულებაზე, გაერო-ში ალტერნატიული ანგარიშის წარდგენაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები – EMC-ი და საია. მათი თქმით, დოკუმენტში ასახულია ბოლო ექვსი წლის მანძილზე განვითარებული მოვლენები. ასევე შეფასებულია, რამდენად შესრულდა კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციები. ანგარიშში აქცენტი გაკეთებულია თემირლან მაჩალიკაშვილისა და  აფგან მუხთარლის საქმეებზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა კვლევაში შეაფასეს ასევე 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებიც.