„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლების აქცია გრძელდება. პროტესტის მონაწილეები ამ დრომდე ქარხნის ეზოში იმყოფებიან, ცენტრალური შესასვლელი მეორე დღეა, პიკეტირებულია. მოთხოვნები უცვლელია, 6-თვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, მენეჯმენტის გადადგომა და ქარხანაში სამუშაო პროცესის სრულად აღდგენა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავენ.