მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში გრძელდება

მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში გრძელდება. კომპანია მოთხოვნათა ნაწილის შესრულებაზე თანახმაა, თუმცა მთავარი პუნქტის, ხელფასების 50 %-ის მატების საკითხზე, სპეციალური მმართველი დროს ითხოვს, რაზეც უარს აცხადებენ გაფიცულები. პროტესტის მონაწილეები ამ დრომდე კარავში რჩებიან, რის გამოც, უკვე მე-2 დღეა, სრულად გაჩერებულია „ჯორჯიან მანგანეზი“.