პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ

საპროტესტო აქცია გრძელდება რიონის ხეობაში. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე დაწყებული პროტესტის მონაწილეები დღეს პოლიციასთან სოფელ ნამახვანისკენ მიმავალი გზის გახსნაზე მოლაპარაკებას მართავდნენ, რაც უშედეგოდ დასრულდა.

აქციის მონაწილეები ახლა სოფელ გუმათში, კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზისკენ მიმავალი გზის გადაკეტვას გეგმავენ, რათა სამშენებლო ტექნიკამ ვერ შეძლოს რიონის ხეობაში გადაადგილება.