„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია-მსვლელობა

აქცია-მსვლელობა ნიკა მელიას მხარდასაჭერად. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებამდე მივლენ. გეგმის მიხედვით, პროტესტის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან რამდენიმე წუთით გაჩერდნენ, სადაც საყვირებით კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი მოთხოვნები და ადგილზე სტიკერები დააკრეს. აქტივისტები ამ წუთებში რუსთავის ციხისკენ მიემართებიან.