აქციის მონაწილეთა ნაწილმა ღამე პარლამენტთან გაათენა

აქციის მონაწილეთა ნაწილმა ღამე პარლამენტის შენობის წინ გაათენა – დედაქალაქის მთავარ გამზირზე 21 კარავია გაშლილი. გამოსვლების შემდეგ, შეკრებილების ერთმა ნაწილმა საქართველო-შვეიცარიის საფეხბურთო შეხვედრას დიდ ეკრანზე უყურა.

აქციის მონაწილეებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოსთან, მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ცალკეული პოლიტიკოსები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. პროტესტის მონაწილეები, დემონსტრაციების შეწყვეტას არ აპირებენ. აქცია რუსთაველის გამზირზე ისევ განახლდება.