პანკისში ჩასახლებული ეკომიგრანტები წლების წინ გადაცემული ფართების დაკანონებას ითხოვენ.
საუბარია სოფელ ქორეთში მცხოვრებ ოჯახებზე, რომლებმაც 14 წლის წინ აჭარის მაღალმთიანი რაიონი სტიქიით მიყენებული მასშტაბური ზარალის გამო დატოვეს.
სახლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ეკო-მიგრანტები საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასაც ვერ ახერხებენ. მრავალწლიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, ოჯახების ნაწილი დამეწყრილ სოფელში დაბრუნდა.