„ძლიერთა თამაშებიდან“ ქართველი სამხედროები ოქროს მედლებით დაბრუნდნენ

„ძლიერთა თამაშებიდან“ ქართველი სამხედროები ოქროს მედლებით დაბრუნდნენ.

ქართველმა სამხედროებმა პირველი ადგილი უკვე მეორედ მოიპოვეს. ქართველ ჯარისკაცებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მოადგილეებთან ერთად დახვდნენ.

ლევან იზორიამ დაჭრილ სამხედროებს მჯდომარე ფრენბურთში მოპოვებული გამარჯვება პირადად მიულოცა.

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით საპრიზო ადგილის მფლობელ მებრძოლებს ფულადი ჯილდოც გადაეცემათ.