„ძალა ერთობაშია“ „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა მოტყუებაში ადანაშაულებს.

მოძრაობის წევრმა, გიგა შუშანიამ ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქუთაისის საკრებულომ პარლამენტის მიმდებარე 20 ჰექტარი მიწა ეკონომიკის სამინისტროს გადასცა, რომელზეც როგორც „ქართული ოცნება“ ამტკიცებდა, უნდა განხორციელებულიყო 270 მილიონი ევროს ინვესტიცია.

შუშანიას ინფორმაციით, მიუხედავად საკრებულოს დადგენილებისა და წინასწარი შეთანხმებისა, რომ მიწა პროექტის განუხორციელებლობის შემთხვევაში უკან დაუბრუნდებოდა ქალაქს, ეკონომიკის სამინისტრო უარს აცხადებს აღნიშნული მიწის გადმოცემაზე.

ბრალდებებზე ქუთაისის საკრებულოში ამ დრომდე არ უპასუხიათ.