საარჩევნო კამპანია

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების მცდელობისთვის პანდემიის გამოყენებაში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, იმ დადგენილებებში, რომელიც სპეცუბნებთან დაკავშირებით გამოიცა, ბევრი გაურკვევლობაა.

მათი თქმით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის რეგისტრაციის ვადა 26 ოქტომბერს იწურება და გაურკვეველია, როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას ის ამომრჩევლები, რომლებსაც იზოლაციაში გადასვლა ამის შემდეგ მოუწევთ. ოპოზიციის განცხადებით, გაუმჭვირვალეა გადასატანი ყუთის სიებიც. ასევე, არის უბნები, რომლის ფართიც 25 კვადრატულ მეტრს არ აღემატება და იქ გამჭვირვალედ და უსაფრთხოდ კენჭისყრის პროცესის ჩატარება შეუძლებელი იქნება.