„ძალა ერთობაშია“ დიპკორპუსს შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. საპრეზიდენტო კანდიდატის ინფორმაციით, საუბარი წინასაარჩევნო გარემოს შეეხო.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ყურადღება გაამახვილეს თუ რამდენად თანაბარ გარემოში მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანიები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დიპლომატებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.