„დროას“ განცხადება

პარტია „დროას“ დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია არჩევნების გაყალბებასთან და ხმების გადათვლასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოში სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მოთხოვნას სტრასბურგის სასამართლოში შეიტანს.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ გასაჩივრების ორი ეტაპი უკვე გავლილია, თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიებმა და საქალაქო სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები მიიღეს. „დროას“ ლიდერის განცხადებით, მნიშვნელოვანია ხმების დასაცავად ბრძოლა გაგრძელდეს.