დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ვიეტნამში ერთმანეთს არ შეხვდებიან – ამ ინფორმაციას სააგენტო Reuters თეთრი სახლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ვიეტნამში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე უნდა შეხვედროდნენ. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკვე ვიეტნამშია.
ტრამპის აზიური ტურნე 6 დღის წინ დაიწყო და 12 დღე გაგრძელდება. მსოფლიო მედიაში არსებობდა მოლოდინი, რომ რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები ერთმანეთს ვიეტნამში მეორედ შეხვდებოდნენ. პირველად მათი აუდიენცია 2017 წლის ივლისში, ჰამბურგში შედგა.