რუსეთის გადაწყვეტილება - პოლიტიკური შეფასებები

პუტინის გადაწყვეტილების გარშემო პოლიტიკური ვნებათაღელვა არ ცხრება.

ექვსი ოპოზიციური პარტია რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ფრენების აღდგენას და სავიზო რეჟიმის გაუქმებას ხელისუფლების მიერ ევროპული კურსის შეცვლის ფინალურ ეტაპად აცხადებს. ხელისუფლების ოპონენტები დაყრდნობით ქართული კომპანიების მიმართ საერთაშორისო სანქციების დაწესების საფრთხეზე მიუთითებენ და პოზიციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გამაფრთხილებელი განცხადებით იმყარებენ. ოპოზიციისთვის არასაკმარისია „ქართული ოცნების“ ლიდერების განმარტებები, რომ საქართველოს მიმართულებით რეისებს მხოლოდ არასანქცირებული რუსული კომპანიები შეასრულებენ. მაშინ, როცა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსული ავიაკომპანიების დიდი ნაწილი საერთაშორისო სანქციების ქვეშაა, ქართული კომპანიების შესაძლო დასანქცირების საფრთხეზე საუბარი პოლიტიკური დღის წესრიგის ახალი თემა ხდება.