დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ვიეტნამში ერთმანეთს არ შეხვდებიან

13:27, 10.11.2017

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ვიეტნამში ერთმანეთს არ შეხვდებიან – ამ ინფორმაციას სააგენტო Reuters თეთრი სახლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ვიეტნამში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე უნდა შეხვედროდნენ. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკვე ვიეტნამშია.

ტრამპის აზიური ტურნე 6 დღის წინ დაიწყო და 12 დღე გაგრძელდება. მსოფლიო მედიაში არსებობდა მოლოდინი, რომ რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები ერთმანეთს ვიეტნამში მეორედ შეხვდებოდნენ. პირველად მათი აუდიენცია 2017 წლის ივლისში, ჰამბურგში შედგა.

მსგავსი