ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.
ჟინვალი-ბარისახო-შატილის აღნიშნულ მონაკვეთს 40 წელია არ ჩატარებია რეაბილიტაცია და გზა ძლიერ დაზიანებული იყო.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება 10 კმ-იანი გზისა და ერთი ხიდის სრული რეაბილიტაცია.
პროექტი 15 ნოემბერს დასრულდება.